თურქეთში მიწისძვრის შედეგად, საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად, ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქე ნ.ზ. დაიღუპა.
შესაბამისი ინფორმაცია თურქეთში საქართველოს საელჩოში შევიდა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე, თურქეთის შესაბამის უწყებებთან.