საქართველოს საგარეო უწყება: თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ამოქმედებულია ცხელი ხაზი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ქ. სტამბოლსა და ქ. ტრაპიზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

საქართველოს საგარეო უწყება მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“თურქეთში მყოფ, საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროებას შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ – დაუკავშირდნენ:

საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში +905336903040; +905392208280

გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში +905418184400

გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში +905413262226

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და სოლიდარობას უცხადებენ თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები