“დადებითი პიროვნება იყო” – რას ამბობს ადგილობრივი მამაკაცზე, რომელმაც ჯერ ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

გორში, სოფელ რეხაში 70 წლის მამაკაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის ყოფილი პოლიციელი, ხვთისო პეტრიაშვილია. მამაკაცი უწყებიდან 10 წელზე მეტია, რაც წამოსულია.

ადგილობრივებს მომხდარის დეტალებზე საუბარი უჭირთ. როგორც ისინი ამბობენ, მათ არც კონფლიქტის და არც გასროლის ხმა გაუგიათ.

“15 წელია, რაც აქ ცხოვრობენ. ვიცნობდი, დადებითი პიროვნება იყო. ნორმალური, წყნარი ოჯახია, რა მოხდა არ ვიცი. ყოფილი პოლიციელია”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები