თბილისში ინა ხარჩუკის გამოფენა – „მემკვიდრეობა“ – გაიმართება
20-24 თებერვალს VELYCHKO.GALLERY საზოგადოებას თანამედროვე ფიგურატიული ხელოვნების ცნობილი უკრაინელი არტისტის, ინა ხარჩუკის გამოფენას – „HERITAGE“ – წარუდგენს. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, პროექტი „HERITAGE“ („გამოფენა“) ზამთარში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შექმნილ ნამუშევართა სერიებს მოიცავს. თითოეული მათგანი გვიჩვენებს სიღრმისეულ ანალიზს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ოჯახის ახალი კონცეფცია, კულტურული მემკვიდრეობა, ფესვები და კულტურისადმი ერთგულება.
„ყოველი თაობა ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაში ტოვებს კვალს, რომელიც შემდეგი შთამომავლობისთვის ერთგვარი „ამულეტი“ ხდება. მხატვრის ფიგურული აბსტრაქცია აერთიანებს რეალიზმის ელემენტებს სუფთა სპექტრის ფერებთან, რომლებიც მხატვრული ექსპერიმენტების საშუალებით ერთმანეთის სასარგებლოდ ერწყმიან. მნიშვნელოვანი და ღირებულია ამ პროექტის საქართველოში პირველად წარდგენა, რადგან ვგრძნობთ ქართველი ხალხის უზარმაზარ მხარდაჭერას, ასევე ჩვენი კულტურებისა და ისტორიული წარმოშობის სიახლოვეს,“- აცხადებენ VELYCHKO.GALLERY-ში.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა. შემოსული თანხის ნაწილი, უკრაინელი ოჯახების მხარდასაჭერად, „ნინო ქათამაძის ფონდს“ მოხმარდება. კოლექციონერებისთვისქ და ინვესტორებისთვის ეს გამოფენა შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება, განახორციელონ საკმაოდ მომგებიანი ინვესტიციები თანამედროვე ხელოვნებაში.
ვიზიტის ფარგლებში, ინა ხარჩუკი რამდენიმე დღის განმავლობაში გამართავს არტ-პროგრამას: ინა ბავშვებს თერაპიულ ხელოვნების გაკვეთილებს ჩაუტარებს „Deeds4Kids-თან“ და „ნინო ქათამაძის ფონდთან“ ერთად , ასევე მოაწყობს წამყვან კურატორულ ექსკურსიებს და ერთ Artist Talk-ს სტუდენტებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში ინა აქტიურად ავითარებს თავის კარიერას და უნიკალურ მხატვრულ სტილს. ის თავის ნამუშევრებში შეისწავლის ოჯახის ინსტიტუტს, უკრაინის თვითიდენტიფიკაციის კოდს, არქივიდან ამოღებული ფოტოებსა და ისტორიულ კონტექსტს. მისი ნამუშევრები მუდმივად მონაწილეობენ საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენებში და წარმოდგენილნი არიან კერძო კოლექციებში: უკრაინაში, კვიპროსში, კანადაში, აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთში, გერმანიაში, ინგლისში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში.
გამოფენა გალერეა “ბაიაში” გაიმართება (ინგოროყვას ქუჩა).
ღონისძიების განრიგი ასეთია:
გახსნა: 20 თებერვალი 18-00.
Artist talk: 23 თებერვალი 16-00.
დახურვა: 24 თებერვალი 16-00 ომის დაწყების 1 წლისთავი.
დასწრება თავისუფალია.