მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს.

დღევანდელ სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზეა დანიშნული, როგორც ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები, ასევე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე განჩინების გამოსატანად სათათბიროდ გავა. მოსამართლე გიორგი არევაძემ გადაწყვეტილება შესაძლოა დღესვე გამოაცხადოს.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები