მიწისძვრის შედეგად, თურქეთში საქართველოს საელჩოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამ დროისთვის არანაირი შეტყობინება არ შესულა
თურქეთში მომხდარი 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, ანკარაში საქართველოს საელჩოში და სტამბოლში გენერალურ საკონსულოში, საქართველოს მოქალაქეების შესახებ არანაირი შეტყობინება არ შესულა.
ამის შესახებ “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
აღნიშნულია, რომ საელჩო და გენერალური საკონსულოც მუდმივ კონტაქტზე რჩებიან თურქეთის შესაბამის უწყებებთან.