გელა ნიკოლაიშვილი – ალასანიას განცხადებაზე: მათი მიზანი სააკაშვილის გათავისუფლებაა

“მიმაჩნია რომ ეს არის ტაქტიკა და არა ის, რომ მაინცდამაინც მათ გადაწყვიტეს, რომ საქართველოში გააგრძელოს მკურნალობა”, – ასე გამოეხმაურა  პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი გელა ნიკოლაიშვილი გიული ალასანიას განცხადებას.

„საქართველოში ისედაც არიან, მათი მიზანი მკურნალობა ხომ არ არის, მიზანია – გათავისუფლება. ეს არის საბაბი და მერე როცა გათავისუფლდება, წავლენ საზღვარგარეთ. ვერც მოსამართლე და ვერავინ ვერ გააკავებს, იმიტომ რომ კანონით არავის აქვს უფლება, რომ თუ გადაუვადდება ან გათავისუფლდება, შეუზღუდონ ქვეყნიდან გასვლა“, – აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა: “ჩვენი თხოვნა არის სასჯელის გადავადება, ადამიანი თავისუფალი რომ იქნება, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს, იქნებ აქ რჩება? აქ აპირებს მკურნალობის გაგრძელებას”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები