19 დევნილ ოჯახს თბილისში ოთხოთახიანი ბინები გადაეცემა
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში, იძულებით გადაადგილებულ 19 ოჯახს ოთხოთახიანი ბინები გადაეცემა, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ოჯახების სია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სრულად გარემონტებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელი ფართები მრავალსულიან ოჯახებზე განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა. 2023 წელს, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში კი ახალი საცხოვრებელი ფართით იძულებით გადაადგილებული 13 000 ოჯახი დაკმაყოფილდება.