კულტურის მინისტრმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ კიკაბიძის ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა სიხარულიძემ თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართულ სამოქალაქო პანაშვიდზე პატივი მიაგეს ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის ხსოვნას და მიუსამძიმრეს გარდაცვლილის ოჯახს.
“ყველასათვის საყვარელი მსახიობი, მომღერალი, რეჟისორი, სცენარისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 15 იანვარს 84 წლისა გარდაიცვალა.
ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ კინოში არაერთი დაუვიწყარი სახე შექმნა და ეს პერსონაჟები მაყურებლის საყვარელი გმირები გახდნენ.
მრავალფეროვანი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე ხელოვანს მიღებული აქვს არაერთი პრემია თუ ჯილდო.
მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული კულტურისთვის”,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.