მწერალი, დრამატურგი და თეატრის რეჟისორი ნინო ხარატიშვილი გერმანიის რაინლანდ-პფალცის ფედერალური მხარის ლიტერატურული პრემიით, კარლ ცუკმაიერის სახელობის მედლით დააჯილდოვეს. ინფორმაციას თბილისში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
ნინო ხარატიშვილს მედალს დღეს ქ. მაინცში ფედერალური მხარის პრემიერ-მინისტრი, მალუ დრაიერი გადასცემს.
აღნიშნული მედალი 1979 წელს მწერლისა და დრამატურგის, კარლ ცუკმაიერის ხსოვნის პატივსაცემად დაწესდა და გაიცემა „გერმანული ენისა და მხატვრული სიტყვისადმი დამსახურებისათვის“.