საქართველოს კანდიდატი ფილმი 2023 წლის „ოსკარზე“ ფართო ეკრანებზე გამოდის
„დიდი შესვენება” გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და დავით ფირცხალავას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.
სკოლის დამთავრებიდან 13 წლის შემდეგ ერთ-ერთი კლასელის, ციცის ინიციატივით ბიჭები ღამით სკოლაში იკრიბებიან. თუმცა სკოლის წლების გახსენების გარდა ციცის სხვა მოტივაციაც აქვს: მას სურს მორალურად დასაჯოს გუგა, რომელიც სკოლის წლებში მთელ კლასს ჩაგრავდა და ცხოვრებას უმწარებდა.
სცენარის ავტორი: დათა (დავით) ფირცხალავა; ოპერატორი: შალვა სოყურაშვილი; მხატვრები: ბერდია არაბული, გურამ ნავროზაშვილი; მუსიკა: ნიკა ფანიაშვილი.
როლებში: შაკო მირიანაშვილი (ციცი), გიორგი შარვაშიძე (გუგა), სანდრო კალანდაძე (ფოჩხუა), გუგა შიშინაშვილი (გულო), დავით ჩიტაია (ჩიტო), გოგა ქობალია (კუკუ), გიორგი მიზავრაშვილი (დევდარა), ბიძინა ნიჟარაძე (სკოლის დარაჯი), მარიამ ფირცხალავა (ნინო), ზვიად ფირცხალავა (მამა)
„დიდი შესვენება“ დავით ფირცხალავას პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. რეჟისორს გადაღებული აქვს ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მამა“ და „საშლელი“. დავით ფირცხალავა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია („მამა“, 2015 წელი).