ისნის მაჟორიტარის განცხადებით, ლიფტის რეაბილიტაციაზე, რომელიც ვაზისუბანში ჩავარდა და ორი ადამიანი იმსხვერპლა, მიმართვა არ ყოფილა

ლიფტზე შარშან არ ყოფილა მომართვიანობა. ბოლო ორი წლის განმავლობაში განაცხადი არ შემოსულა, მათ აქვთ განაცხადი შემოტანილი სადარბაზოს კარებზე, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ლაბუჩიძემ განაცხადა.

„დეტალები ჯერ უცნობია, სამეზობლოში ძალიან ბევრი ვერსიაა დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს, თუ როგორ მოხდა ეს ტრაგედია. რაც შეეხება აღნიშნულ ლიფტს და აღნიშნულ ამხანაგობას, დაუზუსტებელი ინფორმაციით, გამგეობისთვის არ მოუმართავთ. ამხანაგობის პრობლემების შესახებ არსებობს სპეციალური წესი დადგენილი, პრიორიტეტები უნდა განისაზღვროს ამხანაგობის კრებაზე. ის ოთხი პრიორიტეტი, რომელიც იყო განსაზღვრული ამხანაგობის მიერ, ჩემი ინფორმაციით, სამწუხაროდ, ეს ლიფტი იქ არ იყო, ამხანაგობის კრებაში, პრიორიტეტებში განსაზღვრული შეიძლება ეს ახალი დაზიანებაა. რა თქმა უნდა, ეს არის როგორც კორპუსი, ისე ძველი ლიფტი საბჭოთა პერიოდის, მაგრამ იცით, რომ ბევრი ამხანაგობა ძალიან კარგად უვლის, უფრთხილდება.

უშუალოდ ეს ლიფტი არის ამხანაგობის მოვლა-პატრონობაში, მათი პასუხისმგებლობით, თუმცა მომართვიანობის შემთხვევაში რეაბილიტაცია ტარდება. ჯერ მარტო შარშან, ისნის გამგეობამ 32 ლიფტის სრული რეაბილიტაცია განახორციელა, რომელიც იყო უმწვავეს მდგომარეობაში. ამ ლიფტზე შარშან არ ყოფილა მომართვიანობა. ბოლო ორი წლის განმავლობაში განაცხადი არ შემოსულა, მათ აქვთ განაცხადი შემოტანილი სადარბაზოს კარებზე, ოთხივე სადარბაზო არის ახალი გადახურვით. ძალიან სამწუხარო ფაქტია, პირველ რიგში ახალგაზრდა ხალხია, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს“, – განაცხადა ლაბუჩიძემ.

შეგახსენებთ, დღეს ვაზისუბანში ერთ-ერთი კორპუსის ლიფტის შახტში ცოლ-ქმარი ჩავარდა და ორივე ადგილზე დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები