ზეისტეჩოს ბოლო მკვიდრი, მიქაელ არაბული, “მიხა პაპა” გარდაიცვალა
14 იანვარს მძიმე ავადმყოფობის შედეგად ღვთივ განისვენა მიქაელ არაბულმა, ,,მიხა პაპად“ ცნობილმა ზეისტეჩოელმა ბოლო ადგილობრივმა მცხოვრებმა, – ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, იგი დღეს 16 საათიდან, დასვენებული იქნება სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც, საღამოს ლოცვის შემდეგ, შესრულდება წესის აგება და პანაშვიდი.
„15 იანვარს კი, კვირას, მის ცხედარს დილის 8 საათზე წაასვენებენ ხევსურეთში, თავის სოფელში.
თანაგრძნობას ვუცხადებთ მიხა პაპას ნათესავებს, გულშემატკივრებსა და ყველას, ვისთვისაც ახლობელი იყო იგი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.