ლევან ნიკოლეიშვილი: არავის სჯერა სააკაშვილის პოლიტპატიმრობის და ავადმყოფობის! გამოსავალი დანაშაულის მონანიებაა, თუ არა და ითამაშეთ აქციობანა! მართალია სულელურად, მაგრამ კი ერთობით

„გაბრაზდება „ნაცი“ და იტყვის რას დაგვცინითო, მე კი არ დაგცინით თქვენ დასცინით საკუთარ თავს“, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გამოსავალი დანაშაულის მონანიება, სასჯელის მოხდა და დროული აღიარებაა, ვინ და რა მიზნით შემოაპარა სააკაშვილი საქართველოში!

„გაბრაზდება „ნაცი“ და იტყვის რას დაგვცინითო, მე კი არ დაგცინით თქვენ დასცინით საკუთარ თავს, აბა ამდენი ხალხი რომ გამოგყავთ და მსოფლიო შეაზანზარეთ – „აუ, რამდენი ხართ!“ არადა გირჩიეთ ამასწინათ, არც უცხოეთში და მით უმეტეს საქართველოში, არავის არ სჯერა, არც სააკაშვილის პოლიტპატიმრობის და არც ავადმყოფობის! გამოსავალია-დანაშაულის მონანიება, სასჯელის მოხდა, და დროული აღიარება ვინ და რა მიზნით შემოაპარა საქართველოში! თქვენც გეშველებათ და სააკაშვილსაც, დაისვენებთ, თუ არა და ითამაშეთ აქციობანა!  მართალია სულელურად, მაგრამ კი ერთობით!“, – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები