გოგა ხაინდრავა: პელეს და ბარქაიას ბრაზილია და საქართველო ერთ დღეს დაემშვიდობა
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერში ლეგენდარული ფეხბურთელების შესახებ წერს:
“პელეს და ბარქაიას ბრაზილია და საქართველო ერთ დღეს დაემშვიდობა.
დამთხვევაა?
ფეხბურთის ღვთაებას
დავეკითხოთ.
საქართველომ მშობლიურ მიწას მიაბარა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი
ვლადიმერ (სიომა) ბარქაია.
თბილისის “დინამო”-ს
1964 წლის “ოქროს თაობის” კაშკაშა ვარსკვლავი. ფეხბურთის ქომაგთა სიხარული და სიამაყე! მადლობა შენ
ვლადიმერ ბარქაია!
უფალს ებარებოდე!” – წერს ხაინდრავა.