თორნიკე მოლაშვილი: გაიხსენეთ ჩემი ძმის სურათი, მთასავით კაცი იყო და 2 თვეში რას დაამსგავსეს, სააკაშვილი საქართველოში ყველაზე დიდი დამნაშავეა

გაიხსენეთ ჩემი ძმის სურათი: 2 თვეში რა გაუკეთეს, მთასავით კაცი იყო და  2 თვეში  რას დაამსგავსეს,- ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ საკააშვილი საქართველოში ყველაზე დიდი დამნაშავეა.

„ხვალ, 15:00 საათზე პრეზიდენტის სასახლესთან აქციას ვაანონსებთ. იქ ბავშვებისთვის საახალწლო სოფელია და ბავშვებს გართობის საშუალებას არ წავართმევთ, გრინჩები არ ვართ, აქციას გვერდითა მხრიდან ჩავატარებთ. ქალბატონ სალომეს, საქართველოს პრეზიდენტს თავის სიტყვებს გავახსენებთ. ის ხალხს შეპირდა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებდა. კათოლიკური შობა იყო, მართლმადიდებლური შობა მოდის. გაჩდნება კითხვა: ქრისტიან ადამიანს როგორ შეიძლება, ადამიანის ციხიდან გათავისუფლება არ სიამოვნებდეს? ან როგორ შეიძლება, ადამიანის ციხიდან გათავისუფლებას ხელს უშლიდესო? რეიგანმა თავის ხალხს ბოდიში მოუხადა, ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში, ჩემდა უნებურად თუ რამე შემეშალა, ბოდის გიხდითო. მიხეილ სააკაშვილმა არავის მოუხადა ბოდიში. იცით რაშია საქმე? ადამიანი როდესაც რაღაცას დააშავებს და ბოდიშს მოიხდის, ქრისტიანები ვართ, ყოველთვის მივუტევებთ. მაგრამ, როდესაც ადამიანების სიკვდილზეა საუბარი… ია მეტრეველთან მივიდა ვინმე ? სააკაშვილი არ მივიდოდა, ვინმე გამოაგზავნა თავის თანამოაზრე? გული მწყდება, ვიზიარებ თქვენს მწუხარებასო – უთხრა? ან მიხელ სააკაშვილი თავად გამოვიდა და თქვა, მაპატით, შემეშალაო? არა. ეს ამ ადამიანს არ უნდა.
ღმერთმა ნორა კვიციანის სული გაანათლოს. ქალმა 6 წელზე მეტი ციხეში გაატარა, ერთი ხმა არ ამოუიღია. შეადარეთ ნორა კვიციანის ციხეში ყოფნა და ეს როგორ ზის: არ იბანს, ფჩხილებს არ იჭრის, სპეციალურად ქმნის ასეთ რაღაცას. გაიხსენეთ  ჩემი ძმის სურათი,  2 თვეში რა გაუკეთეს. მთასავით კაცი იყო. 2 თვეში კაცი რას დაამსგავსეს. 9 დღის განმავლობაში სულხანმა არ იცოდა, გარეთ დღე იყო, თუ ღამე, სიბნელეში , ჯურღმულში ჰყავდათ ჩაგდებული. თვალები გავახილოთ. ქალბატონ პრეზიდენტს მოვუწოდებ: ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება. ახალი წელი არ ჩააშხამოს ხალხს, ხალხი ისედაც გამწარებულია. აქციები კია რა, პრეზიდნტის სასახლესთან ვიცხოვრებთ.
სააკაშვილი საქართველოში ყველაზე დიდი დამნაშავეა. მაგაზე დიდი დამნაშავე საქართველოს ციხეში არ არის.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ: სანამ ამ ადამიანს შეიწყალებს, ჯერ სათითაოდ შვილმკვდარ დედებს და მამებს შეხვდეს. ღმერთმა დაიფაროს, რომ სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალოს. მაშინ ნახევარი ციხე უნდა შეიწყალოს. რა მაინტერესებს: მისი დიაგნოზი ვინმემ იცის? რა სჭირს ისეთი, რომ საქართველოს მედიცინა ვერ შველის და სხვა ქვეყნის მედიცინა უნდა ჩაერიოს? დიაგნოზი ვერ გავიგე, ერთადერთი რაც გავიგე, ციხეში ყოფნა არ მოსწონს და მოწყენილია. ციხეშიც არაა, ძალიან კარგ საავადმყოფოშია, ლუქსშია, ტელევიზორი აქვს. სულხანს ტელევიზორი კი არა, ნათურა არ ჰქონია კამერაში, არ იცოდა, გარეთ რა ხდებოდა“ – განაცხადა მოლაშვილმა.

ცნობისთვის, ხვალ 15:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გაიმართება, რომლის მონაწილეები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ და მოითხოვენ, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალოს, – ამის შესახებ 2004 წელს მოკლული მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა, 2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ და კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები