ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობის აქტიური მუშაობით საქართველომ მოიგო 2008 წლის ომთან დაკავშირებით ყველა საქმე სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში

ასევე, იცით, რომ ჩვენი მთავრობის აქტიური მუშაობით საქართველომ მოიგო 2008 წლის ომთან დაკავშირებით ყველა საქმე სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის დამსახურებაა და ჩვენი საჯარო მოხელეების დამსახურებაა და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა მათ -, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ციხეებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 146 იყო დაახლოებით, საშუალოდ 2011-2012 წლებში, 20-მდე არის შემცირებული.

“ასევე, იცით, რომ ჩვენი მთავრობის აქტიური მუშაობით საქართველომ მოიგო 2008 წლის ომთან დაკავშირებით ყველა საქმე სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის დამსახურებაა და ჩვენი საჯარო მოხელეების დამსახურებაა და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა მათ. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ციხეებში – 146 იყო დაახლოებით, საშუალოდ 2011-2012 წლებში, 20-მდე არის შემცირებული, ამხელა ცვლილება არის და ძალიან ბევრი, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი კეთდება, კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. ახლა, ახალი კოდექსის საბოლოო ვარიანტი გაეგზავნა პარლამენტს და ჩვენ დავიწყებთ მუშაობას ახალი კოდექსის მიღებაზე. ჩვენ, ასევე, მინდა ვთქვა, რომ პრობაციის ბიუროში სერიოზული ცვლილებები გვაქვს, ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობების პრეზენტაცია მოხდა რამდენიმე თვის წინ. ე.წ. პრობოქსი აღჭურვილი არის თითის ანაბეჭდის და სახის ამოცნობის ტექნოლოგიებით.
მობილური სახლის, იუსტიციის სახლის ინოვაციური პროექტი, რომელიც ასევე გაუმარტივებს ჩვენს მოქალაქეებს სერვისებზე ხელმისაწვდომობას. 470-მდე სერვისით სარგებლობა შეეძლება ჩვენს მოსახლეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, ასევე, გრძელდება იუსტიციის სახლების მშენებლობა, 117 სახლი არის აშენებული უკვე. ასევე, 3 წლის განმავლობაში ჩვენ დავასრულებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს უკვე დადგენილი გრაფიკის მიხედვით სამუშაოები და 3 წელში დასრულდება უკვე აღნიშნული პროექტი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები