შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილის სისტემას ჰყავს ათასობითა და ათიათასობით მსხვერპლი და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავემ კანონიერი სასჯელი მოიხადოს
“თუკი ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი, ნებისმიერი სახელმწიფოს მინიმალური სტანდარტია, რომ დანაშაულისთვის დგება პასუხისმგებლობა, ეს სასჯელი მან უნდა მოიხადოს და ამასაც ყველა ინსტიტუტისგან სჭირდება პატივისცემა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის სისტემას ჰყავს ათასობითა და ათიათასობით მსხვერპლი და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავემ კანონიერი სასჯელი მოიხადოს.
„მგონი ერთი კარგი რამ მოიტანა ამ კამპანიამ, რომ აღარავინ საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ყველა თანხმდება, რომ მას ჩადენილი აქვს დანაშაულები და ორი დანაშაულისთვის მას უკვე მისჯილი აქვს სასამართლოს მიერ სასჯელი და იხდის მას. ამასობაში, მოიხადა უკვე სასჯელის 1 წელი. ის იხდის სასჯელს ორ საკითხზე და სამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. თუკი ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი ნებისმიერი სახელმწიფოს მინიმალური სტანდარტია, რომ დანაშაულისთვის დგება პასუხისმგებლობა და ეს სასჯელი მან უნდა მოიხადოს და ამასაც ყველა ინსტიტუტისგან სჭირდება პატივისცემა. სასჯელის მოხდის მიზეზი სხვადასხვაა, მათ შორის ის, რომ ადამიანმა გააცნობიეროს დანაშაული და მეორე, რომ გარკვეულწილად სამართლიანობის შეგრძნება მიეცეს საზოგადოებასა და მსხვერპლებს. სააკაშვილის სისტემას ჰყავს ათასობითა და ათიათასობით მსხვერპლი და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ კანონიერი სასჯელი დამნაშავემ მოიხადოს,- განაცხადა პაპუაშვილმა.