ჩინეთში კოვიდინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა 37 მილიონს აღწევს

ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ტალღა პიკს აღწევს – დღიური შემთხვევების რიცხვი უკვე 37 მილიონს უახლოვდება. ამის შესახებ Bloomberg წერს.

როგორც გამოცემა წერს, ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის დახურულ სხდომაზე კორონავირუსის შემთხვევების არაოფიციალური სტატისტიკა გააჟღერეს. ამ სხდომის ოქმის თანახმად, მიმდინარე კვირის ერთ-ერთ დღეს ახალი შემთხვევების რიცხვმა 37 მილიონს მიაღწია. საერთო ჯამში, დეკემბრის პირველი 20 დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 248 მილიონი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 18% დაინფიცირდა.

Bloomberg კორონავირუსის გავრცელების ასეთი ტემპის მიზეზებს შორის ჩინეთის ხელისუფლების მიერ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის გაუქმებას ასახელებს, რამაც ადვილად გადამდები „ომიკრონის“ შტამის ასეთი გავრცელება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები