ირაკლი ზარქუა – ომბუდსმენის არჩევის საკითხზე: ველოდებით, ოპოზიციამ დაასახელოს თავისი კანდიდატურა, ჩვენ ვიმსჯელებთ ჯგუფში და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას

“ველოდებით, ოპოზიციამ დაასახელოს თავისი კანდიდატურა, ჩვენ ვიმსჯელებთ ჯგუფში და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ომბუდსმენის არჩევის საკითხზე განაცხადა.

მისივე თქმით, კონსენსუსი მნიშვნელოვანია.

„ჩვენი მხრიდან ეს პროცესი თავიდან ბოლომდე მივანდეთ არასამთავრობოებსა და ოპოზიციას, ახლა კეთილი ინებონ, 12-პუნქტიანი გეგმა რომ შესრულდეს, დაასახელონ თავიანთი კანდიდატი და კონსენსუსის სახით შევჯერდეთ“, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, ომბუდსმენობის კანდიდატთან დაკავშირებით პარლამენტში კონსულტაციები დღეს უნდა გაგრძელდეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები