საფრანგეთში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 5 ბავშვია

საფრანგეთის ქალაქ ვო-ენ-ველენში, 7-სართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მათგან 5 ბავშვია.

ამის შესახებ Le Figaro წერს.

ხანძარი გამთენიისას გაჩნდა.

ასევე, ცნობილია 14 დაშავებულის შესახებ, მათგან 4-ის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთა შორის 2 მეხანძრეა.

რეგიონის ხელისუფლების განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

შემთხვევის ადგილზე 165 მეხანძრე-მაშველი და 70 ტექნიკა მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები