თურქეთის ქალაქ დიარბაქირში დანაღმული მანქანა აფეთქდა, რის შედეგად ცხრა პოლიციელი დაშავდა.
ამის შესახებ ქალაქის ხელისუფლების Twitter-ის გვერდზეა ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ აფეთქება ადგილობრივი დროით, დაახლოებით 05:00 საათზე მოხდა.
დანაღმული ავტომობილი პოლიციის ავტობუსის გვერდით აფეთქდა.
CNN Turk-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ორი პირია დაკავებული.
„პოლიციელები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.
