შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლების ვიზიტი აშშ-ში გრძელდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში შრომის თემატიკაზე მომუშავე უწყებებთან შეხვედრები გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჯერად, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი – ბექა ფერაძე, მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილე – ნატო ნათენაძე, სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ტეხასის შტატში ოპერირებად შრომის დეპარტამენტის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის #OSHA რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს OSHA-ს მანდატი და როლი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის აღსრულების მიმართულებით ადგილობრივ დონეზე. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს გამოვლენილი დარღვევებზე, გამოყენებული სანქცირების მექანიზმებსა და ცნობიერების ამაღლების მიზნით გატარებული ღონისძიებებზე.

ტეხასის შტატში ასევე დაგეგმილია შეხვედრები შემდეგი სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან: სამართალდამცავთა პროფკავშირი (CLEAT), თანაბარი სამართლიანობის ცენტრი (EJC), ტეხასის სამუშაო ძალის კომისია (TWC), ინდუსტრიული ორგანიზაციების შრომის კონგრესის ამერიკულ ფედერაცია (AFL-CIO).

ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის – შრომითი უფლებების გაძლიერება ეფექტური შრომის ინსპექტირების მეშვეობით, საერთაშორისო ვიზიტორთა ლიდერობის პროგრამის (IVLP) ფარგლებში ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები