პრემიერი: ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ასე რომ, მე ვერ ვიქნები ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი

ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ასე რომ, მე ვერ ვიქნები ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი. ჩვენი სიცოცხლე და ბედი აბარია უფალს, ასე რომ, შეგვიძლია, სწორად მოვიქცეთ ყველა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

კითხვა სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის აღებას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურმა სააკაშვილს, როგორც ადამიანს, გულწრფელად უსურვა დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
„მე მინდა, სააკაშვილს, როგორც ადამიანს, გულწრფელად ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. როგორ შეიძლება, ადამიანის გარდაცვალება ვინმეს უხაროდეს?! სახელმწიფო აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ ყველა პატიმრის კონსტიტუციური უფლება იქნეს დაცული”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები