მედიის ცნობით, გერმანიამ უკრაინისათვის Patriot-ის სისტემის გადაცემაზე უარი განაცხადა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის განცხადებით, გერმანიამ უკრაინისთვის Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის გადაცემაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

როგორც ბლაშჩაკი Twitter-ზე წერს, ის აღნიშნულ საკითხზე გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ესაუბრა, თუმცა უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმის შემდეგ იმედგაცრუებული დარჩა.

„დასავლეთ უკრაინაში Patriot-ის განლაგება გაზრდიდა პოლონელებისა და უკრაინელების უსაფრთხოებას. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას გამშვები საშუალებების პოლონეთის ტერიტორიაზე განლაგებისთვის“, – წერს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები