ბაიდენი აცხადებს, რომ მზად არის პუტინთან სასაუბროდ, თუ მას სურს ომის დასრულება

US President Joe Biden speaks at a news conference with French President Emmanuel Macron on Thursday, December 1. (Al Drago/Bloomberg/Getty Images)

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში წამოწყებულ ომს „ავადმყოფური“ უწოდა.

მისი თქმით, უკრაინაში ომის დასასრულებლად მხოლოდ ერთი რაციონალური გზა არსებობს – პუტინმა უკრაინიდან თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს.

„მაგრამ, როგორც ჩანს, ის ამას არ აპირებს. ის ძალიან მძიმე ფასს იხდის იმისთვის, რომ ვერ შეძლო ამის გაკეთება, მაგრამ წარმოუდგენელ ხოცვა-ჟლეტას ახორციელებს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ბომბავს საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს, ბავშვთა სახლებს. ამაზრზენია ის, რასაც აკეთებს“, – განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მანვე დასძინა, რომ დასძინა, მას არ აქვს უახლოესი გეგმები პუტინთან კონტაქტის შესახებ, მაგრამ „მზადაა ისაუბროს“ რუსეთის ლიდერთან, „თუკი რეალურად არსებობს ინტერესი, რომ ის გადაწყვეტს გზის მოძებნას ომის დასასრულებლად – მას ეს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია“.

„თუ ეს ასეა, სიამოვნებით დავჯდები პუტინთან, რომ ვნახო, რა სურს მას, რა აქვს მხედველობაში. მას ეს ჯერ არ გაუკეთებია. ამასობაში, ვფიქრობ, აბსოლუტურად მნიშვნელოვანია ის, რაც თქვა ემანუელ მაკრონმა. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები