ჯანმო-მ “მაიმუნის ყვავილს” სახელწოდება შეუცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) “მაიმუნის ყვავილს” სახელწოდება შეუცვალა.

ჯანმო-ს​ შემოაქვს ტერმინი – mpox (monkeypox-ის შემოკლება).

ამ გადაწყვეტილების ახსნისას ჯანმო-ში განაცხადეს, რომ დაავადების ტრადიციულ სახელწოდებას ზოგჯერ რასისტულ და სტიგმატიზებულ კონტექსტში იყენებდნენ.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ტერმინი mpox შეიძლება, გამოიყენონ როგორც ინგლისურ, ასევე, სხვა ენებზე.

ახალი სახელწოდება ძველთან ერთად ოფიციალურად ერთი წლის განმავლობაში გამოიყენება, შემდეგ კი მას მთლიანად ჩაანაცვლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები