სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთმა აშშ-სთან ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ მოლაპარაკებები გადადო
ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთი ორ ქვეყანას შორის ბირთვული იარაღის შეთანხმებასთან დაკავშირებით შეხვედრის გადადებაში დაადანაშაულა, რომელიც დღეს ეგვიპტეში იყო დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მიერ „ცალმხრივად“ იქნა მიღებული.
„აშშ-სა და რუსეთს უნდა მოეწვიათ ორმხრივი საკონსულტაციო კომისიის სხდომა კაიროში, რათა სამშაბათს, 29 ნოემბერს ახალი START შეთანხმების იმპლემენტაცია განეხილათ. რუსულმა მხარემ შეატყობინა შეერთებულ შტატებს, რომ რუსეთმა ცალმხრივად გადადო შეხვედრა და განაცხადა, რომ ახალ თარიღს შემოგვთავაზებს“, – აღნიშნა სპიკერმა.
ამასთან, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, აშშ მზად არის მოლაპარაკებების გადავადებისთვის.