“რუსეთი ბელარუსიდან უკრაინაში ცალკეული ქვედანაყოფების გადასროლას გეგმავს” – უკრაინის გენშტაბი
რუსეთის სარდლობამ ძალისხმევა უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოქმედებების შეკავებაზე მიმართა, ოკუპანტების ქვედანაყოფების გადასროლა გრძელდება.
როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია ნათქვამი, რუსი ოკუპანტები დარბეული ქვედანაყოფების შევსებას ცდილობენ, ასევე, დაფიქსირებულია ტექნიკის გადაადგილება.
“დანაკარგების მქონე დანაყოფების შევსების მიზნით, პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილება გრძელდება. მოსალოდნელია ბელარუსიდან მტრის ცალკეული ქვედანაყოფების გადასროლა”, – აღნიშნულია მოხსენებაში.