კახა კალაძე: ვულოცავ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილს მორიგ წარმატებას, ბედნიერებაა, როდესაც ქვეყანას ჰყავს ასეთი ტიტულოვანი მოჭადრაკე

“ვულოცავ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, ჩვენს საამაყო ნონა გაფრინდაშვილს მორიგ წარმატებას – ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს, რომელიც უკვე მერვედ მოიპოვა”, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ბედნიერებაა, როდესაც ქვეყანას ჰყავს ასეთი ტიტულოვანი მოჭადრაკე – თერთმეტი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში. ქალბატონ ნონას ვუსურვებ ჯანმრთელობას, კიდევ ბევრჯერ გაეხარებინოს საკუთარი ქვეყანა და ხალხი“, – წერს კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები