ზახაროვა: ევროპული ცივილიზაცია მხოლოდ რუსეთში შენარჩუნდა

ევროპაში განადგურებულია ევროპული ტრადიციები, ევროპა, როგორც ცივილიზაცია შენარჩუნდა მხოლოდ რუსეთში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ,  ევროპარლამენტის მოწოდებაზე სერბეთის მიმართ,  შემოიღოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირში შესვლის მიზნით, საპასუხოდ განაცხადა.

„აი, ეს, მართლაც, სასაცილოა. რა დარჩა ევროკავშირში ევროპისგან? მხოლოდ გეოგრაფიული კავშირის კონტინენტთან. ევროპა, როგორც ცივილიზაცია, ახლა მხოლოდ რუსეთშია შენარჩუნებული. ევროკავშირში განადგურებულია ევროპული ტრადიცია:  კანონისა და უფლებების უძველესი პოსტულატები, ქრისტიანული ღირებულებები, ჰუმანიზმის იდეალები გაუკუღმართებულია“, – წერს ზახაროვა თავის „ტელეგრამაში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები