უკრაინის პრეზიდენტი ვიშეგოროდში ჩავიდა, სადაც ოკუპანტების იერიშს 7 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის ოლქის ქალაქ ვიშეგოროდში ჩავიდა, სადაც 23 ნოემბერს რუსი ოკუპანტების იერიშს 7 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათობით დაშავდა.

სახელმწიფოს მეთაურმა ქალაქში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დანგრეული ოთხსართულიანი შენობა დაათვალიერა.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა ყველა საჭირო დახმარებას უწევს დაზარალებულ მოსახლეობას, კერძოდ, მათი საცხოვრებლის საჭიროების უზრუნველსაყოფად.

ზელენსკიმ ასევე მოინახულა ე.წ. „უძლველობის პუნქტები“, რომლებიც უკრაინულ ქალაქებში უკვე ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები