Forbes: რუსეთმა ომზე წლიური ბიუჯეტის მეოთხედი დახარჯა

რუსეთს უკრაინაში ომზე, ამ დროისთვის, უკვე 82 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული, რაც მისი წლიური ბიუჯეტის მეოთხედია.

ამის შესახებ Forbes წერს.

აღნიშნულია, რომ ამ თანხიდან 14 მილიარდზე მეტი დაიხარჯა სარაკეტო თავდასხმებზე.

უხეში შეფასებით, უკრაინაში შეჭრიდან ცხრა თვეში რუსეთს 4000-ზე მეტი რაკეტა აქვს გასროლილი, რომელთა საშუალო ღირებულება 3 მილიონი დოლარია.

კიდევ, დაახლოებით 6,6 მილიარდი დოლარი არტილერია დაჯდა, 15.6 მილიარდი სამხედროების ხელფასზე დაიხარჯა.

რუსეთმა ასევე 20.8 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა დაკარგა.

დასავლელი სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის რაკეტების მარაგი მნიშვნელოვნად ამოწურულია, მაგრამ 3-4 მასიური შეტევისთვის არსენალი მას ჯერ კიდევ შერჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები