ბექა დავითულიანი: გიგა ბოკერია დიდი ხნის განმავლობაში იყო კეზერაშვილის პოლიტიკური პარტნიორი, მან ძალიან კარგად იცის მისი პოლიტიკური ფინტები

გიგა ბოკერია დიდი ხნის განმავლობაში იყო კეზერაშვილის პოლიტიკური პარტნიორი, მან ძალიან კარგად იცის მისი პოლიტიკური ფინტები, შესაბამისად, შეიძლება – ამაში იყოს ლოგიკა, რასაც ბატონი გიგა ბრძანებს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი ოპოზიციონერი გიგა ბოკერიას განცხადებას, რომ თუ კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაში” საკუთარ მიზანს მიაღწიეს, შესაძლოა, სამომავლოდ ოპოზიციურ გაერთიანებას გიორგი ვაშაძემ უხელმძღვანელოს.

დავითულიანი არ გამორიცხავს, რომ გიგა ბოკერიას განცხადება რეალობას შეესაბამება.

“ჩვენ ვიცით, რომ ეს სამეულიც ფინანსდება კეზერაშვილის სახსრებით და ვიცით, რომ “ნაციონალურ მოძრაობაშიც” კეზერაშვილი ცდილობს, მოიპოვოს სრული მონოპოლია. თუ ეს ასე მოხდა, რა თქმა უნდა, მას ურჩევნია, რომ კორპორატიულად მართოს, ვიდრე დაშლილი რამდენიმე შპს. არის ლოგიკა იმაში, რომ კეზერაშვილი შემდგომში თუ დასჭირდა, ამ სამეულს “ნაცმოძრაობას” გაუერთიანებს და იქნება ერთიანი კეზერაშვილის ფრონტი,” – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები