“კავილაძის დედამ გააზრებულად იცის, ვინ დაუკვეთა მის შვილს ეს მკვლელობა” – იზა ომაძე შვილის მკვლელის დედას მოუწოდებს, მისცეს გიორგი კავილაძეს უფლება, აღიაროს

მინდა, გიორგი კავილაძის დედას, ქალბატონ ნათია ჯაფარაშვილს მოვუწოდო, რომ მასზე ძალიან ბევრია დამოკიდებული იმიტომ, რომ მისცეს შვილს უფლება, აღიაროს და თქვას, მოჰყვეს ყველაფერი, რა მოხდა და უმოტივოდ როგორ მოკლეს ნიკო კვარაცხელია, – ამის შესახებ მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ სააპელაციო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ჯაფარაშვილმა გააზრებულად იცის, ვინ დაუკვეთა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა.

„მინდა, ერთ-ერთი მკვლელის დედას, განსაკუთრებით, გიორგი კავილაძის დედას, ქალბატონ ნათია ჯაფარაშვილს მოვუწოდო, რომ მასზე ძალიან ბევრია დამოკიდებული იმიტომ, რომ მისცეს შვილს უფლება, აღიაროს და თქვას, მოჰყვეს ყველაფერი, რა მოხდა და უმოტივოდ როგორ მოკლეს ნიკო კვარაცხელია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან იმდენი რამ გაცხადდება! ძალიან ბევრი რამ გაცხადდება, რადგან ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა ძალიან შორს მიდის. მე არაერთხელ მითქვამს და ვამბობ – ნიკო კვარაცხელია მოკლეს ქვეყნის მტრებმა. უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან დამკვეთები, ვინ არის ის სამსახური, რომელიც ასე პერიოდულად გვიკლავს წარმატებულ შვილებს.

კავილაძის დედა ფლობს იმ ინფორმაციას, რომ უმოტივოდ არ შეიძლებოდა ნიკო კვარაცხელია მოეკლათ. კავილაძის დედამ გააზრებულად იცის, ვინ დაუკვეთა თავის შვილს ეს მკვლელობა“, – განაცხადა ომაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები