“იმედის გენერატორები” (GeneratorsofHope) – ევროპაში უკრაინელების გენერატორებით უზრუნველყოფის კამპანია დაიწყო

ევროპარლამენტმა და ქალაქების ევროპული ასოციაციამ ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი უკრაინელების მხარდამჭერი კამპანია – “იმედის გენერატორები” (GeneratorsofHope) დაიწყეს.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ დაწერა.

საუბარია უკრაინისთვის დიდი რაოდენობით გენერატორების შეგროვებაზე.

“რუსეთის თავდასხმების გამო, 10 მილიონი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ჩვენ მათი დახმარება შეგვიძლია. დღეს ვიწყებთ კამპანიას – “იმედის გენერატორები”, რომ გენერატორებით ჩვენი უკრაინელი მეგობრები უზრუნველვყოთ. სოლიდარობა მოქმედებაშია”, – წერს რობერტა მეცოლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები