“რუსეთს საჰაერო-სადესანტო დანაყოფები აღმოსავლეთ უკრაინაში გადაჰყავს” – ბრიტანეთის დაზვერვა

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რუსეთმა საჰაერო-სადესანტო დანაყოფები დონეცკის და ლუგანსკის ფრონტებზე გადაიყვანა.

სექტემბრიდან ოქტომბრის ჩათვლით, საჰაერო-სადესანტო ძალების მნიშვნელოვნად დასუსტებული ქვედანაყოფების უმეტესობა ხერსონის რეგიონში დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დასაცავად გაგზავნეს.

ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ინფორმაციაშია ნათქვამი.

საჰაერო-სადესანტო ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფი, სავარაუდოდ, დაკომპლექტებულია, მათ შორის, მობილიზებული რუსებითაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცუდად გაწვრთნილი ჯარები შეასუსტებენ საჰაერო სადესანტო ძალების “ელიტარულ” შესაძლებლობებს, რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს მედესანტეების გაგზავნას განსაკუთრებით მნიშვნელოვან სექტორებში.

საჰაერო-სადესანტო ძალების პოტენციური ოპერატიული ამოცანები მოიცავს ლუგანსკის რეგიონში კრემენნაია-სვატოვოს ტერიტორიის თავდაცვის მხარდაჭერას, ან დონეცკის რეგიონის ქალაქ ბახმუტის წინააღმდეგ შეტევითი ოპერაციების გაძლიერებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები