“რუსეთის” ნაცვლად “მოსკოვი” – ზელენსკის სახელწოდების შეცვლის პეტიციით მიმართეს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისში პეტიცია შევიდა, რომ “რუსეთი” “მოსკოვი” გახდეს.
“ოფიციალურად გადაერქვას სახელი „რუსეთი“ და გახდეს „მოსკოვი“. შეიცვალოს ტერმინი “რუსული” – “მოსკოვურზე”, “რუსეთის ფედერაცია” – “მოსკოვის ფედერაციაზე”, – ნათქვამია პეტიციაში.
ხმების შეგროვების ბოლო ვადამდე რჩება 92 დღე.