„რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში დატოვა“ – მაია სანდუ

რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში დატოვა, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მან აღნიშნა, მოლდოვის ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ სარაკეტო დარტყმებს მოჰყვა.

„რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში დატოვა. უკრაინაში რუსეთის ომი ხალხს კლავს, რაკეტებით ანადგურებს საცხოვრებელ სახლებს და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. უკრაინაში თავდასხმები გრძელდება. ხალხი ნანგრევებიდან დაჭრილები ამოჰყავთ. გლოვობენ გარდაცვლილ ახლობლებს. ხალხის სიცოცხლის უკან დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ ელექტროენერგიის მიწოდება შეიძლება აღდგეს. ტექნიკურ საკითხებს მოვაგვარებთ და ისევ გვექნება შუქი. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მუშაობს ამ მიმართულებით.

ჩვენ არ შეგვიძლია ვენდოთ რეჟიმს, რომელიც გვტოვებს სიბნელეში და სიცივეში, რომელიც მიზანმიმართულად კლავს ადამიანებს. როგორი რთულიც არ უნდა იყოს ახლა, ჩვენი ერთადერთი გზა, მოლდოვის რესპუბლიკის სამომავლო გზა, თავისუფალ სამყაროსკენ უნდა რჩებოდეს“, – წერს მაია სანდუ Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები