“ოდესა/მიკოლაევი/ხერსონი – სარაკეტო დარტყმის საფრთხეშია” – უკრაინაში საჰაერო განგაშია
დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა, სულ მცირე 5 რაკეტა ჩამოაგდეს.
ამის შესახებ მიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვიტალი კიმმა Telegram-ში დაწერა.
ამ წუთებში ქვეყნის სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ რაიონებში საჰაერო განგაშის ხმაა.
მანამდე, კიმმა დაწერა, რომ ცაში სტრატეგიული ბომბდამშენები ტუ-95 გამოჩნდნენ.
“ოდესა/მიკოლაევი/ხერსონი – სარაკეტო დარტყმის პოტენციური საფრთხის ქვეშაა. აფრინდა 9 ტუ-95”, – დაწერა კიმმა.