რუსეთმა, სავარაუდოდ, ირანული დრონების მარაგი ამოწურა, – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ მოხსენებაში.
სპეციალისტების აზრით, ბოლო დროს, რუსული ჯარები დრონებით სამედიცინო დაწესებულებებისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დაბომბვას ცდილობდნენ.
“რუსეთმა, სავარაუდოდ, დრონების კამპანია ფრთოსანი რაკეტების დეფიციტის ფონზე შეიმუშავა. მაგრამ ამ მიდგომას ჰქონდა შეზღუდული წარმატება. გაშვებული დრონების უმეტესობა ჩამოგდებულია”, – აცხადებენ ბრიტანულ დაზვერვაში.
სამხედროები აღნიშნავენ, რომ 17 ნოემბრის შემდეგ, ირანული კამიკაძე – დრონების გამოყენებით თავდასხმების შესახებ, ინფორმაცია არ გავრცელებულა.
„რუსეთმა, როგორც ჩანს, თითქმის ამოწურა თავისი ამჟამინდელი მარაგი, მაგრამ, სავარაუდოდ მის შევსებას შეეცდება“, – ვარაუდობენ ლონდონში.
ექსპერტები ამბობენ, რომ მოსკოვისთვის ბევრად მარტივია დრონების შეძენა, ვიდრე ახალი ფრთოსანი რაკეტების წარმოება.