იერუსალიმში ორი აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები
იერუსალიმის შესასვლელთან, ავტობუსის გაჩერებაზე აფეთქება მოხდა.
სასწრაფო დახმარების წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ათი ადამიანი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ასევე ცნობილია, რომ კიდევ ერთი აფეთქება მოხდა იერუსალიმში, რამოტის კვეთაზე.