კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ტოვებს

პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კლუბი მადლობას უხდის მას „ოლდ ტრაფორდზე“ შეტანილი უზარმაზარი წვლილისთვის, სადაც 346 მატჩში 145 გოლი გაიტანა და მომავალში ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს მას და მის ოჯახს.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა პირს მორგანს სკანდალური ინტერვიუ მისცა, რამაც სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია. აღნიშნული ინტერვიუს შემდეგ ცხადი გახდა, რომ 37 წლის ფეხბურთელი „ოლდ ტრაფორდს“ დატოვებდა. მან კლუბის მმართველები და მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი მწვავედ გააკრიტიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები