აშშ უკრაინას დამატებით 4,5 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დახმარებას გამოუყოფს

შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 4,5 მილიარდი დოლარის პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას გამოუყოფს.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, ჯანეტ იელენის განცხადებაშია ნათქვამი.

„დღეს შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინისადმი ურყევი ვალდებულების დაცვას. მობილიზებულია დამატებითი 4,5 მილიარდი დოლარი გრანტების სახით პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის ფარგლებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თანხების მიღება დაიწყება უახლოეს კვირებში და დაეხმარება უკრაინის მთავრობას მნიშვნელოვანი საჯარო სერვისების მხარდაჭერაში, მათ შორის საავადმყოფოს მუშაკების, საჯარო მოხელეებისა და მასწავლებლების ხელფასების, ასევე მოხუცებისა და სოციალურად დაუცველების დახმარებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები