Reuters: ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი მალე ქურთ „ბოევიკებს“ ტანკებითა და ჯარისკაცებით შეუტევს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი მალე ქურთ „ბოევიკებს“ ტანკებითა და ჯარისკაცებით თავს დაესხმება. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ერდოღანის განცხადება შესაძლოა, სირიაში ქურთული დაჯგუფებების წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის მანიშნებელი იყოს.

როგორც წყაროების Reuters-თან საუბარში აცხადებენ, თურქეთის არტილერიამ განაგრძო ქურთების ბაზებისა და სხვა სამიზნეების დაბომბვა სირიის ტერიტორიაზე.

„რამდენიმე დღეა ტერორისტებს ვანადგურებთ ჩვენი თვითმფრინავებით, ქვემეხებითა და იარაღით. ღვთის ნებით, ჩვენ ყველა მათგანს რაც შეიძლება მალე გავანადგურებთ, მალე იქ ჩვენ ტანკებსა და ჯარისკაცებს გავაგზავნით“, – განაცხადა ერდოღანმა.

მანამდე ერდოღანმა თქვა, რომ ოპერაცია მხოლოდ საჰაერო კამპანიით არ შემოიფარგლება და მასში შესაძლოა, სახმელეთო ძალებიც ჩაერთონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები