“ფეხბურთი პოლიტიკის მიღმაა” – ორბანი – “დიდი უნგრეთის” სკანდალურ შარფზე

“მოდით, ნუ დავინახავთ იმას, რაც არ არის”, – ასევ გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი შარფთან დაკავშირებულ სკანდალს, რომელიც მას ფეხბურთის მატჩზე ეკეთა და რომელზეც “დიდი უნგრეთის” რუკაა გამოსახული.

როგორც პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა, “ფეხბურთი პოლიტიკის მიღმაა. მოდით, ნუ დავინახავთ იმას, რაც არის. უნგრეთის ნაკრები – არის ყველა უნგრელის გუნდი, სადაც უნდა ცხოვრობდნენ ისინი!”, – დაწერა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ბუდაპეშტში, უნგრეთისა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის ფეხბურთის ამხანაგურ მატჩზე შარფით მივიდა, რომელზეც “დიდი უნგრეთის” რუკაა გამოსახული, მის შემადგენლობაში მეზობელი სახელმწიფოების ნაწილების ჩათვლით.

1920 წლამდე უნგრეთის სამეფო ევროკავშირის ქვეყნებს – ავსტრიის, სლოვაკეთის, რუმინეთის და ხორვატიის ნაწილებს ფლობდა. გარდა ამისა, „დიდ უნგრეთს“ ეკუთნოდა​ დღევანდელი სერბეთისა და უკრაინის რეგიონების ნაწილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები