ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 268-მდე გაიზარდა
ინდონეზიაში 21 ნოემბერს 5.6 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 268-მდეა გაზრდილი.
ამის შესახებ Detik-ი ქვეყნის კატასტროფების მართვის სამსახურზე დაყრდნობით წერს.
როგორც ბრიფინგზე უწყების ხელმძღვანელმა თქვა, ”ამჟამად ვიცით, რომ 268 ადამიანია დაღუპული. მონაცემები რეგულარულად განახლდება“.
მიწისძვრა დასავლეთ ჯავის პროვინციაში, ჭიანჯურის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მოხდა.
ცნობილია, რომ დაღუპულთა შორის უმეტესობას ბავშვები წარმოადგენენ. ასევე, ამ დროისთვის 377 ადამიანია დაშავებული, 31 დაკარგულია.
სტიქიური უბედურების შედეგად, 2300-ზე მეტი სახლი მთლიანად განადგურდა ან მნიშვნელოვნად დაზიანდა. გარდა ამისა, მიწისძვრამ გამოიწვია მეწყერი, რომელმაც, სულ მცირე, ერთი სოფელი მოიცვა.