ივანე ჩხაიძე: საქართველოში, ისევე – როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, წელს რესპირაციული ვირუსების სეზონი ადრე დაიწყო

“საქართველოში, ისევე – როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, წელს რესპირაციული ვირუსების სეზონი ადრე დაიწყო”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით ხშირია რესპირაციული-სენსიტიური ვირუსისა და რინოვირუსის შემთხვევები.

„ჩვენ წელს მაისში, ივნისსა და ივლისში გვქონდა გრიპის შემთხვევები, რომლის მსგავსი არასოდეს ყოფილა. შესაბამისად, წლევანდელი წელი გამორჩეულია. ჯერჯერობით, პიკი არ დამდგარა, ეს დეკემბერ-იანვარშია. წელს პირველ ადგილზეა, შემთხვევების 50% – რესპირაციული-სენსიტიური ვირუსი და რინოვირუსი. არასოდეს ყოფილა რესპირაციული-სენსიტიური ვირუსი ასეთი ხშირი. ეს არის პირველი მიზეზი ბავშვების ჰოსპიტალიზაციის. ამის უკან ისევ და ისევ კორონავირუსი დგას. ის 2-წლიანი იზოლირება, ნიღბის ტარება, ხელების ჰიგიენა ეფექტური აღმოჩნდა ამ ვირუსების წინააღმდეგ. 2020-2021 წლებში გრიპის 2 შემთხვევა გვქონდა. ახლა კვირაში გვაქვს 10 შემთხვევა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები