ჩინეთში, ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 38 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთში, ჰენანის პროვინციის ქალაქ ანიანგში, Kaixinda Trading Co Ltd-ის ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 38 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათი უმეტესობა ქალია.
CCTV იტყობინება, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი ელექტროშედუღების წესების დარღვევა გახდა.
მომხდარის შედეგად, 2 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიის ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა ქალია – ისინი ქარხანაში ზამთრის ბამბის ტანსაცმელს და შარვლებს კერავდნენ.
Kaixinda-ს ხელმძღვანელი დაკავებულია.