კიევ-პეჩერის ლავრაში ჩხრეკა მიმდინარეობს (ფოტო)

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, ეროვნულ გვარდიასთან ერთად, კიევ-პეჩერის ლავრაში ჩხრეკას ატარებს.

როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, ღონისძიება მიმართულია რუსული სპეცსამსახურების უკრაინაში საქმიანობის წინააღმდეგ.

„რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გათვალისწინებით, იზრდება ტერორისტული აქტების, დივერსიების, მძევლების აყვანის რისკი, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნულია, რომ ღონისძიებები ტარდება: რათა არ მოხდეს ლავრას, როგორც „რუსული სამყაროს“ დანაყოფად გამოყენება; მონაცემთა გადამოწმება, ხომ არ გამოიყენება უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ნაგებობები დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების, უცხოელი მოქალაქეების იარაღის თავშესაფრად; ასევე, პროვოკაციებისა და ტერორისტული აქტებისგან მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

კიევ-პეჩერის ლავრაში სკანდალი ერთ-ერთი მღვდლის, მიხაილ ომელიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს უკავშირდება, სადაც პეჩერის ერთ-ერთ ლავრაში რუსეთის ფედერაციას ადიდებდნენ. ამ ვიდეოს ავთენტურობა დაადასტურა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის, მოსკოვის საპატრიარქოს მიტროპოლიტმა  – პავლე ლებედევმა, რომელიც კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარია.

15 ნოემბერს უკრაინის უშიშროების სამსახურმა კიევ-პეჩერის ლავრაში აგრესორი ქვეყნის განდიდებისთვის სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები